Thursday, October 23, 2014

გაკვეთილის გეგმა

                               გაკვეთილის გეგმა      ბუნებისმეტყველება/ქართული ენა/ისტ.    04.12.2012.
                                                                      .ქიტოშვილი         
                    .ბაზერაშვილი
გაკვეთილის თემა
რა მოხდება, მზე რომ ,, ჩაქრეს’’?
მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაიგებენ დღე-ღამისა და სეზონების მონაცვლეობის მიზეზსმზის სითბოსა და სინათლის მნიშვნელობას.
მიზნები და შედეგები
მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ დედამიწაზე სეზონებისა და დღე-ღამის მონაცვლეობა მზესთან არის დაკავშირებული; ახსნიან მზესთან დაკავშირებულ ქართულ გამოთქმებს.
წინასწარი ცოდნა
ბავშვებმა იციან ჯგუფური მუშაობის წესები, დისკუსიის წესები, ბუქზე მუშაობა word-ში.
შეფასების საგანი და პროცედურები
დანართი 1.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, ფანარი, ბურთი, კლასის მართვის რუკა
გაკვეთილის მსვლელობა
ორგანიზაციული მომენტი-1 წთ.
A ფაზა -მასწავლებელი უზიარებს მოსწავლეებს ეკრანს რებუსით (დანართი 2).მოსწავლეები ამოიცნობენ საძიებელ სიტყვას ,,მზე’’. (3 წთ)
მასწავლებელი რთავს რეჟიმში,,სიჩუმეს’’.
დაფაზე ივსება ასოციაციური რუკა-როგორია მზე? -3 წთ.
B ფაზა-დისკუსია-3 წთ.
  • რა მოხდება,მზე რომ  ჩაქრეს?-(სიცოცხლე აღარ იქნება)
  • ყოველთვის ერთნაირად ათბობს მზე დედამიწას?-(გამოიკვეთება აზრი, რომ  წელიწადის სხვადასხვა დროს ჩვენი ქვეყანა მზისგან ერთნაირად არ თბება).
გრძელდება მუშაობა ეკრანზე.მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ფაილს სეზონების შესაბამისი სურათებით.მოსწავლეები ბუქებში შეუსაბამებენ წარწერებს და ახსნიან მოსაზრებებს-10 წთ.
მასწავლებელი ახდენს მოდელირებას ფანარისა და ბურთის გამოყენებით. მეტი თვალსაჩინოებისთვის მოსწავლეები დგებიან წრეში პირით გარეთ, წრე დედამიწაა,ფანარი-მზე.  ,,დედამიწა’’ ტრიალებს  და ,,დღე-ღამე’ ’შეცვლის ერთმანეთს-5წთ.
 მასწავლებელს მომზადებული აქვს ფაილის სახით დავალება: მოსწავლეებმა ფერების ჩასმით უნდა ახსნან მზესთან დაკავშირებული ხატოვანი გამოთქმები-7 წთ.-(დანართი 3)
C ფაზა-ჯგუფებში მუშაობა-თამაში ( 2 წთ)
I ჯგუფი მზეა,II -მთვარე, III-ვარსკვლავები
  • ყველანი მოვხვდით მზეზე,გამოვხატოთ, რას ვგრძნობთ?
  • მთვარეზე, სადაც ყინავს,რას გრძნობთ?
  • შექმენით ვარსკვლავები (იფანტებიან, ციმციმებენ)
  • დავბრუნდით დედამიწაზე, როგორ გრძნობთ თავს?
გაკვეთილის შეჯამება-2 წთ.

დანართი  1.
პრეზენტაციის უნარი
აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში, დისკუსიაში
ნაკლებადაა ჩართული საკლასო აქტივობებში
პასიურია




კომპიუტერთან  მუშაობა
მიიღო კარგი ვიზუალური შედეგი
მიიღო ნაწილობრივი შედეგი
შედეგი არ შეესაბამება მიზანს











დანართი  2.-----------რებუსი
, ,,,, ,    
,,

დანართი  3


                                                                                 
გაზაფხული

ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი







დანართი  4.

---მზე პირს იბანს ---ლამაზი ვაჟკაცი

----მზეჭაბუკი ---თან წვიმს, თან მზეა

---მზე და მთვარე ამოსდის ---კანს წვავს

---მზე იკბინება ---ძალიან უყვარს



No comments:

Post a Comment